სახელმძღვანელოები
Textbooks

ძებნა
 
 

ფრანგული ენის სახელმძღვანელოები
  • “Bonne Chance” - საბაზო და საშუალო საფეხურის დონე 2 (მე-10 კლასი), ავტორები: ელენე კილაძე, იზა ჯინჯიხაძე. ფრანგული ტექსტის რედაქტორი Jean Battut.
  • “Bonne Chance” - საბაზო და საშუალო საფეხურის დონე 3 (მე-11 კლასი), ავტორი: ელენე კილაძე, Nadèje Pechet, Thomas Romère

    ყოველი სახელმძღვანელოს შემადგენელი ნაწილები:
  • მოსწავლის წიგნი
  • CD (ან აუდიო კასეტა)
  • სავარჯიშო რვეული
  • ტესტები (გარდა მე-3 და მე-4 კლასებისა)
  • მასწავლებლის წიგნი

ზოგადი დახასიათება

ფრანგული ენის სახელმძღვანელო მიზნად ისახავს მოსმენის, ლაპარაკის, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების განვითარებას.

თემები შერჩეულია მოსწავლეთა ასაკობრივი ინტერესების გათვალისწინებით.

მიზნის მისაღწევად გამოყენებულია სხვადასხვა სახის აქტივობები : როლების გათამაშება, სიმულაციურ სიტუაციებში მონაწილეობა. თამაშებისა თუ შეჯიბრის სახით მოცემული დავალებები.

გრამატიკული წესის შესახებ მოსწავლეს საკუთარი დაკვირვების შედეგად გამოაქვს დასკვნა. პოულობს შესასწავლი ენის კანონზომიერებებს. მხოლოდ ამის შემდეგ ვარჯიშობს ამ გრამატიკული მოვლენის გამოყენებაში.

ტექსტების თემატიკა ითვალისწინებს საფრანგეთის კულტურის გაცნობას. მოსწავლე ავლებს პარალელებს საკუთარ და უცხო კულტურებს შორის.

კლასში დავალებები სრულდება წყვილებში და მცირე სამუშაო ჯგუფებში, რაც განაპირობებს დასახული საერთო მიზნის მიღწევას ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შედეგად.

FAQ
ხშირად დასმული
შეკითხვები



გამოაგზავნეთ შეკითხვა

სემინარის განაცხადის ფორმა