სახელმძღვანელოები
Textbooks

ძებნა
 
 

თვალსაჩინოებისთვის: მხატვრულად გაფორმებული სასწავლო პლაკატები (100X70).

  1. ინგლისური ენის დროთა სისტემა,
  2. მეტყველების ნაწილები,
  3. საკლასო-საგანმანათლებლო თამაში:
    1. მოგზაურობა საქართველოს ირგვლივ;
    2. მოგზაურობა მსოფლიოს ირგვლივ (მსოფლიო ქვეყნების კულტურული საგანძური).
    შეკვეთით:
  4. კომპიუტერზე მუშაობა.

ზოგადი დახასიათება

3) ენობრივი თამაში: მოგზაურობა მსოფლიოს ირგვლივ

  • პლაკატი ზომით 100X70, ფერადი.
  • წარმოადგენს მსოფლიო რუკას, წარწერების გარეშე.
  • ახლავს მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნების ღირშესანიშნავი ისტორიული და არქიტექურული ძეგლების სურათები.

როგორ გამოვიყენოთ

  • ძირითადი რუკა ჩამოკიდეთ კლასში;
  • იმუშავეთ 3-4 მოსწავლემ ერთად;
  • ამოარჩიეთ ქვეყანა;
  • მოიძიეთ ამ ქვეყნის შესახებ ინფორმაცია ა) ინტერნეტში, ბ) ენციკლოპე-დიაში, გ) ტურისტულ მეგზურებში, დ) ჟურნალებში – ჯერ ცალკ-ცალკე, შემდეგ – შეაჯერეთ;
  • მოძებნეთ და ამოჭერით ამ ქვეყნის ღირშესანიშნავი ძეგლების სურათები თანდართული ნიმუშებიდან, შეგიძლიათ სხვებიც დაამატოთ;
  • ქინძისთავით დაამაგრეთ (ჩამოკიდეთ) სურათები რუკის სათანადო ადგილზე;
  • მოამზადეთ ინფორმაცია თქვენთვის სასურველ ენაზე;
  • გაიყავით სასაუბრო სფეროები;

როდის

  • მოაწყვეთ ამ ქვეყნის ირგვლივ მოგზაურობის პრეზენტაცია კლასში;
  • აირჩიეთ მოსწავლეები, რომლებიც დაწერენ ოქმს (თარიღი, მონაწილეები, ქვეყანა, ასპექტები: მაგ: გეოგრაფია, ისტორია, ენა, ლიტერატურა, ხელოვნება, ტრანსპორტი და სხვა);
  • წლის ბოლოს გამოავლინეთ საუკეთესო პრეზენტაცია რუკის გაფორმების მიხედვით;
  • მოაწყვეთ რუკების გაფორმების და პრეზენტაციების სასკოლო კონკურსი.

Parts of speech

Train poster

ზომა – 70/100 ან 50/100
მატარებლის სახით, როგირც მეექვსე კლასის წიგნის 155 გვერდზე.
ვაგონებზე -მეტყველების ნაწილების სახელების წარწერები.

FAQ
ხშირად დასმული
შეკითხვები