„ოცდამეერთე“ გამომცემლობის შესახებ

ჩვენი გამომცემლობა შეიქმნა 2003 წელს და მუშაობს უცხოური ენების სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნაზე. გამომცემლობის  არსებობოს მანძილზე ჩვენ შექმნილი და გამოცემული გვაქვს მოქმედი ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული ენების სხვადასხვა კლასების და სხვადასხვა დონეების სახელმძღვანელოები, უახლესი მეთოდიკის გამოყენებით. წლების მანძილზე ავტორები მთელი საქართველოს ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში , სოფლის მასწავლებლების მონაწილეობით,  ატარებდნენ  სემინარებს ახალი მეთოდიკის გასაცნობად და ასამოქმედებლად.


ინგლისური ენის სახელმძღვანელოებია :
  • “2000 Plus” ავტორები: ტატიანა ბუკია და ირინა ჩიბურდანიძე,
  • ” Setting Out” - ტატიანა ბუკია და Barrie Watson (British Council English language officer). სხვა ეტაპებზე - 1-2 კლასები: ტატიანა ბუკია და ლია გოქსაძე,  3-4 კლასები - ტატიანა ბუკია.
  • “New Wave” – (10 – 12კლასები)  ლია გოქსაძე და თამარ ფაღავა.
  • “Get Going!” – (7 კლასი, სწავლების პირველი წელი) ავტორები ტატიანა ბუკია და Patricia Hall (USA).

ინგლისური ენის სახელმძღვანელოები დასაწყისშივე იქმნებოდა ბრიტანეთის საბჭოს ხელშეწყობით. კონსულტაციებით  და უშუალო მონაწილეობით, ნაწილობრივ დაფინანსებითაც - ინგლისში მივლინებების უზრუნველყოფით. სახელმძღვანელოების სხვადასხვა სერიები ფარავდა მთელ  სასკოლო პროგრამას.


გერმანული ენის  სახელმძღვანელოები

- “Naturlich Deutch” - ავტორები ლია ჯალაღონია და თეა ჯაშიაშვილი. რედაქტორი და კონსულტანტი - Margret Wegmann.
სახელმძღვანელოები ფარავდა საბაზო და საშუალო სკოლის  პროგრამას, მოიცავდა 4 დონეს, როგორც მეორე უცხოური ენა.

ფრანგული ენის  სახელმძღვანელოები

როგორც მეორე უცხო ენა - Bonne Chance – 10 კლასისთვის, ავტორები: ელენე კილაძე და იზა ჯინჯიხაძე, რედაქტორი ჟან ბატიუ, 11 კლასისთვის - ელენე კილაძე, ნადეჟ პეშე და ტომა რომერი.


რუსული ენის სახელმძღვანელოები

  • “МОСТИК в Россию”  მე-7-კლასიდან  მე-11 კლასამდე -. ავტორი სვეტლანა ბოლდაკოვა,

  • Русский язык – დონეები  01 – 4,  ანუ  1 – 6 კლასები. ავტორი მარინე ბარსეგოვა,

  • Русский язык – 5-6 კლასები (სწავლების 1-2 წელი) - ავტორი მარინე ბარსეგოვა,   

  • Русский язык – 7-10 კლასები  - ავტორი მარინე ბარსეგოვა,


ინგლისური ენის სახელმძღვანელოების ავტორის შესახებ

ინგლისური ენის სახელმძღვანელოების ავტორს - ტატიანა  ბუკიას, ინგლისური ენის სწავლების 45 წლის სტაჟით - როგორც სკოლაში, ასევე ი. ჭავჭავაზის სახ. სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, მოგვიანებთ - ილიას უნივერსიტეტში - აქვს დიდი ხნის გამოცდილება წარმატებული სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნაში ქართული სკოლებისთვის. იგი დასაწყისიდანვე მუშაობდა ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომელთან - ინგლისური ენის სპეციალისტთან ბარი უოტსონთან ერთად. ბარი უოტსონს შექმნილი ჰქონდა მანამდე რამდენიმე ინგლისური ენის სახელმძღვანელო სხვა ქვეყნებში და ბევრი წლის განმავლობაში მჭიდროდ იყო ჩართული სკოლებში ინგლისური ენის სწავლების საქმეში.
როგორც ჩანს სახელმძღვანელო Setting Out - დან, ტატიანა ბუკია კარგად იცნობს სკოლაში ინგლისური ენის სწავლების პრობლემებს. მან აგრეთვე კარგად იცის, თუ რა აინტერესებს ქართველ ბავშვებს და როგორ ვითარებაში სურთ სწავლა.

ავტორს სწამს, რომ პასიური და გაბეზრებული ბავშვი ვერ ისწავლის ვერაფერს. ამიტომ იგი მიზნად ისახავს,  Setting Out  მეშვეობით. მიაწოდოს მოსწავლეებს ის ენობრივი მასალა, რომელიც მათ აინტერესებთ, ისეთი აქტივობები, რომლებსაც ხალისით შეასრულებენ და ისეთი დავალებები, რომელთა შესრულება მათ უნარს არ აღემატება.  



რუსული ენის სახელმძღვანელოების ავტორის შესახებ
რუსული ენის სახელმძღვანელოს ავტორი მარინე ბარსეგოვა არის პრაქტიკოსი სკოლის მასწავლებელი 2000 წლიდან, რაც მას დიდად უწყობს ხელს წარმატებული სახელმძღვანელოების შექმნაში.
მარინე ბარსეგოვა მასწავლებლებისთვის კარგად ცნობილია დაწყებითი სკოლის სახელმძღვანელოებით "Русский язык" (სერია დ01 - დ4, 6 დონე).

2011 წლიდან პედაგოგები და მოსწავლეები ხალისიანად მუშაობენ ამ წიგნებით.

მარინე ბარსეგოვამ წელს ისევ მონაწილეობა მიიღო განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მე-5 და მე-6 კლასების სახელმძღვანელოებით "Русский язык" (სწავლების I და II წლები), რომლებიც მაღალი ქულებით შეფასდა.
მარინე ბარსეგოვა კარგად იცნობს სკოლაში სწავლის პროცესს, ამიტომაც იგი მასწავლებლებს თავაზობს გაკვეთილების სცენარებს, სხვადასხვა აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეების აქტიურ სწავლას განაპირობებენ, და მასწავლებელს გაუადვილებენ მიზნების მიღწევას.

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელეფონი : +995 322 10 32 05
მობილური: +995 591 60 73 09
ელ.ფოსტა: info@bukia21st.ge